იანვარი
ფერი: კარამელისფერი.
თვისებები: ლოგიკურობა, პრაქტიკულობა, მოვლენების რეალურად აღქმა.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც არ გყოფნით სტაბილურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
მნიშვნელობა: დისციპლინირებულობის დახმარებით ეს ფერი არ მოგცემთ საშუალებას, აცდეთ რეალობას და მყარად იდგებით მოცემულ დროს მიწაზე.
თებერვალი
ფერი: მკვეთრი იასამნისფერი.
თვისებები: ფანტაზია, წარმოსახვა, სულიერება.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გრძნობთ, რომ რაღაცაზე ემოციურად ხართ ჩაიციკლული.
მნიშვნელობა: მკვეთრი იასამნისფერი დაგეხმარებათ სულიერ სიმყარესა და ძალების მოკრებაში.
მარტი
ფერი: სუფთა წყალი.
თვისებები: თანაგრძნობა, ინტუიციურობა, დაფარულობა.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გჭირდებათ მუზა, სიახლე, გსურთ ყური დაუგდოთ შინაგან ხმას.
მნიშვნელობა: ეს ფერი გეხმარებათ, ერთმანეთს დაუკავშიროთ ცნობიერი და არაცნობიერი სამყაროები.
აპრილი
ფერი: მკვეთრი წითელი.
თვისებები: ფეთქებადობა, ენერგიულობა, ვნება, სიმამაცე.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც საჭიროებთ ენერგიის ახალ დოზას, ძალას და უშიშრად გინდათ, რომ იგრძნოთ თავი.
მნიშვნელობა: ეს ფერი გამოიმუშავებს ენთუზიაზმს და ხელს უწყობს გამარჯვებისკენ სწრაფვას.
მაისი
ფერი: ბალახისფერი მწვანე.
თვისებები: სტაბილურობა, გაფურჩქვნა, გაახალგაზრდავება.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გსურთ, მიაღწიოთ ძალის და სურვილის ბალანსს.
მნიშვნელობა: თავდაჯერებული და სავსე ცხოვრება. მოცემული ფერი ხელს უწყობს გამთლიანებას და სტაბილურობას.
ივნისი
ფერი: ოქროსფერი.
თვისებები: მასტიმულირებელი, მბრწყინავი.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გჭირდებათ ურთიერთობა და ახალი პარტნიორები.
მნიშვნელობა: ავსებს ენერგიითა და ახალი ძალით.
ივლისი
ფერი: ღია მარჯნისფერი.
თვისებები: მზრუნველობა, სინაზე, მიმღებლობა.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც საჭიროებთ ემოციურ ზრუნვას და გამთლიანებას სულიერი ტრავმებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს.
მნიშვნელობა: ნაზი მარჯნისფერი ასოცირდება ქალურ ენერგიასთან და ამაღლებს მიმღებლობის განცდას. მისი დახმარებით ცხოვრება ივსება სიყვარულით და სიხარულით.
აგვისტო
ფერი: ფორთოხლისფერი.
თვისებები: თავდაჯერებულობა, ძალა, ენერგიულობა.
როდის გამოვიყენოთ: თუ გაწუხებთ ზედმეტი სიმორცხვე, გსურთ გახდეთ კრეატიული და მეტად დატკბეთ სიცოცხლით.
მნიშვნელობა: ეს ფერი ასოცირდება ძალასთან და დიდებულებასთან.
სექტემბერი
ფერი: მუქი ცისფერი.
თვისებები: სიბრძნე, ხელოვნება, თავდაჯერებულობა.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გჭირდებათ სიმშვიდე და საკუთარი ცხოვრების დალაგება.
მნიშვნელობა: ეს ფერი ასოცირდება სილამაზესთან, უმანკოებასთან და სიბრძნესთან.
ოქტომბერი
ფერი: ლაჟვარდისფერი.
თვისებები: სიმშვიდე, გაწონასწორებულობა.
როდის გამოვიყენოთ: თუ ილტვით სიმშვიდის მოსაპოვებლად, ბალანსის აღსადგენად.
მნიშვნელობა: განაწყობს ადამიანს, ერთდროულად იყოს ძლიერიც და იმოქმედოს საღი გონებით.
ნოემბერი
ფერი: ბორდოსფერი.
თვისებები: ვნება, მოტივაცია, აქტიურობა.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გჭირდებათ, გადალახოთ რამე რთული პერიოდი, ლიბიდოს ასამაღლებლად.
მნიშვნელობა: ძლიერი და ვნებიანი, ეს ფერი ხელს უწყობს სიყვარულის და გრძნობების გაღრმავებას.
დეკემბერი
ფერი: მუქი ლურჯი
თვისებები: გასხივოსნება, გონიერება.
როდის გამოვიყენოთ: მოგზაურობის დროს.
მნიშვნელობა: ღრმა მეოცნების ფერი აღნიშნავს სიბრძნეს და ოპტიმიზმს.