ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
„დადასტურდა ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა. ინფიცირების ახალი კერა არ არის, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს აღმოაჩნდათ ვირუსი. სულ დადასტურებულია 1478 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1371 პირი, გარდაცვლილია 15, აქტიურია ინფიცირების 92 შემთხვევა. მძიმე შემთხვევები ჯერჯერობით არ გვაქვს“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.