ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 4315 შემთხვევა, გამჯანმრთელებულია 4151 ადამიანი, გარდაცვლილია 60.