გთავაზობთ მოწევისთვის თავის დანებების ერთ-ერთ გზას.
ეს მეთოდი მარტივია და ის შემდგომში მდგომარეობს: გადადება და ზიზღი.
პირველი გულისხმობს, რომ ყოველთვის როდესაც სიგარეტის მოწევა მოგინდებათ, საკუთარ გონებაში გაიფიქროთ, რომ მოწევთ კიდეც ოღონდ მხოლოდ 1 საათის შემდეგ.
აღნიშნული დროის შემდეგ კი იგივეს ვაკეთებთ, ამჯერად იმდენი ხნით გადავდებთ რამდენ ხანსაც შევძლებთ. დროის გასვლის შემდეგ კი იგივეს ვაკეთებთ, დროთა განმავლობაში ეს ჩვევად იქცევა და სიგარეტის გახსენებისას თქვენ ავტომატურად გააკეთებთ იგივეს.
თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე. თავიდან გაგიჭირდებათ ამის გაკეთება და დახმარება დაგჭირდებათ, დამხმარედ კი ისევ თამბაქო გვევლინება.
როგორ? საჭიროა შეიძინოთ ყველაზე ცუდი, საშინელი გემოს მქონე სიგარეტი რაც კი არსებობს და ყოველთვის როცა შეუძლებელი გახდება მოითმინოთ და თავი შეიკავოთ მოწევისგან, აიღებთ არნიშნულ სიგარეტს და 1 ან 2 ნაფაზს მოქაჩავთ. მისი მახრჩობელა და ცუდი გემოდან გამომდინარე კი თანდათანობით სიგარეტის მიმართ სიყვარულის ნაცვლად ზიზღის გრძნობა გაგიჩნდებათ.
სიამოვნება რომელსაც მოწევა განიჭებდათ დაგავიწყდებათ და მის ადგილის სიგარეტის მიმართ ზიზღის გრძნობა დაიკავებს და ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში უახლოეს მომავალში მოწევას თავს დაანებებთ.

































































