საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ და ბოლოს როდის იყავით ან მარნეულში, ან ბოლნისში, ან ახალქალაქში, ან ახალციხეში, ან დმანისში – ახლა რომ გაჰკივიხართ? დაგვღუპა, დაგვღუპაო. კი არ დაგვღუპა, ერთად დავიღუპეთ. თავს არ ვიქებ ან ახლა რა თავის ქების დროა, მაგრამ კვირაში ერთხელ რომ დავდიოდით, ქართულის გაკვეთილებს ვატარებდით და წიგნები ჩაგვქონდა, ვიღაცას აქ შეიძლება თავისგამოსაჩენი აქციები ეგონა. მოწყვეტილია ის ხალხი პროცესს და თუ ჩვენ არ მივუკაკუნეთ, თვითონ ამას ვერ და არ იზამენ. უამრავი მათგან სწავლობს ქართულს, არც ბნელები არიან და ყველა საქართველოს მოქალაქეა, უბრალოდ ჩვენი ვალია ნებისმიერ კარზე დავაკაკუნოთ.
p.s.რომ კითხეს და დამალა, ეგეც იგივე პრობლემის ნაწილია, ოღონდ უფრო ღრმა.
თუმცა ახლა საქმეების რჩევის დრო ნაკლებადაა. მათ, ვისაც ევალება, იმოქმედებს, თქვენ კი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ:#დარჩისახლში თქვენი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze“- წერს ფეისბუქზე გიორგი კეკელიძე.