გურიის 24-ე მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლისთვის განკუთვნილ ბიულეტენში, ხუთი ნომრით, მანუჩარ კვირკველია იყრიდა კენჭს.
მანუჩარ კვირკველიას ოფიციალურ გვერდზეც და საარჩევნო მასალებზეც მისი სახელი და გვარი ზუსტად ასე წერია _ მანუჩარ კვირკველია.
თუმცა საარჩევნო ბიულეტენებში, მეხუთე ნომრად, მანუჩარ კვირკელიაა წარმოდგენილი. კანდიდატის პრეს სპიკერმა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა, რომ მანუჩარის გვარი ოფიციალურ დოკუმენტებში იგივეა, რაც სააგიტაციო მასალაზე და საჭიროდ აღარ ჩათვალა დაშტრიხული სახით გადმოეგზავნა პირდობის მოწმობის ფოტო ასლი. ჩვენ ცესკოს ონლაინ ჩათში შევეცადეთ მიგვეღო იურიდიული განმარტება, რა ხდება, თუ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო ბიულეტენში კანდიდატის გვარი შეცდომითაა დაბეჭდილი. გვიპასუხეს, რომ ამ შემთხვევაში, აუცილებელია ცესკოს ოფიციალურად ელექტრონული ფორმით მივმართოთ და პასუხს კანონით გათვალისწინებულ ვადაში მივიღებთ.