https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„დაიმახსოვრეთ, ურთიერთსიყვარული და პატივისცემა დაგაძლევინებთ ყველაფერს!“

15:16; 21.04.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭანიეთის მკვიდრი, მასწავლებელი სვეტლანა საჯაია ახლა 87 წლისაა და რამდენიმე წელია, მშობლიურ სკოლას დაემშვიდობა. მან, ცხოვრების უდიდესი ნაწილი,  საკლასო ოთახში, უსაყვარლეს ბავშვებთან გაატარა. 50 წლის მანძილზე მასწავლებლობდა  ჭანიეთის საჯარო სკოლაში და მას აქ დაწყებითი განათლების პატრიარქი, გამორჩეული და განსაკუთრებული ხელწერის გამო უწოდეს.

ბევრი ღირსეული მასწავლებელი  ჰყოლია და ჰყავს ჩვენს ქვეყანას. თუმცა, ქალბატონ სვეტლანას ჰქონდა ყველასგან გამორჩეული სვლა, საოცარი მიდგომის უნარი, რითაც ის ახერხებდა, გაკვეთილზე  ბავშვი ყოფილიყო ლაღი, ბოლომდე გახსნილი და უშუალო, _ ამბობენ მის მშობლიურ სკოლაში.

ათეული წლების მანძილზე ისმოდა, რომ სვეტლანა საჯაიას მოსწავლეები მუდამ  განსაკუთრებით უკომპლექსო და უშუალოები, განსაკუთრებულად საინტერესოები იყვნენ, როგორც გაკვეთილზე, ისე  ყველა ღონისძიებაზე, რომლის თაოსანი და სცენარისტიც, უმეტესად, თავად ქალბატონი სვეტლანა იყო.

რაში მდგომარეობდა მისი, როგორც ხელოვანი მასწავლებლის, ბავშვის ყველანაირი საიდუმლოს ამომხსნელი  პედაგოგის საიდუმლო და იმიჯი?

სვეტლანა საჯაია, პედაგოგიურ  მოღვაწეობასთან ერთად, პარალელურად სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლს ხელმძღვანელობდა. გამორჩეული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული პედაგოგი, თავისი შემოქმედებითი უნარებით, ხელოვნებისამი სიყვარულით,  ბავშვებისადმი განსაკუთრებულ მიდგომას,  ისეთი სვლებით  ახერხებდა,  მას მუდამ გამოარჩევდა, როგორ განსაკუთრებული ხელწერის მქონე  მასწავლებელს.

ამიტომაც ისმოდა ათეული წლების მანძილზე მშობლებისგან: „როგორ მინდა, ჩემი შვილი  სვეტლანა საჯაიას კლასში ჩაირიცხოს“… ხოლო დაწყებითი, ოთხწლიანი საფეხურის გავლის შემდეგ, კაბის კალთაზე ჩაბღაუჭებული, ბავშვები ტირილით ტოვებდნენ მის კლასს…

_ უკან რომ მივიხედავ, მიკვირს, რამდენს ვასწრებდი. როგორ ვახერხებდი,  მე და ჩემი ოჯახი, მშობლიური სკოლა _  ვყოფილიყავით ყველა საქმეში  ჩართული და თან ლიდერის პოზიციები არ დაგვეთმო. მახსოვს, 1965 წელს, ჭანიეთის სკოლაში დაწყებით კლასებს ვასწავლიდი. თან  ბათუმის შ. რუსთაველის ინსტიტუტში დაუსწრებლად ვსწავლობდი და ამავდროულად, ვხელმძღვანელობდი  სკოლის სიმღერისა და  ცეკვის გუნდს. ოჯახი და  მცირეწლოვანი შვილები ცალკე „საკრალური“ თემა იყო _ მათ ჩემი განსაკუთრებული  სითბო სჭირდებოდათ, რასაც ზოგჯერ ვაკლებდი, რომ სხვათა შვილებისთვის გამენაწილებინა.  წამის დაკარგვა არ შეიძლებოდა.  მოქმედებდა სოფლის მხატვრული შემოქმედებითი ანსამბლიც, რომლის წევრიც ვიყავი. მალე კი შემომთავაზეს, რაიონულ ანსამბლშიც მიმეღო მონაწილეობა, რომელსაც ვლადიმერ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ ანსამბლს რესპუბლიკური ოლიმპიადისთვის ამზადებდნენ. უდიდეს დახმარებას და თანადგომას მიწევდა დედამთილი, რომ ყველა საქმეში ჩართული ვყოფილიყავი. ოჯახი ძალიან ბევრს ნიშნავს ამ დროს… სხვა დრო იყო. თავის გამოჩენა, მაქსიმალურად გამოვლენა შენი შესაძლებლობებისა, საზოგადოებისთვის, ღირსების საქმე იყო… ახლა ზოგჯერ უხეშად საუბრობენ წარსულზე, თუმცა, არ იყო ასე… სიცოცხლის სხვანაირი  სიყვარული, ერთმანეთისადმი თანადგომის, პატივისცემის დრო იყო, _ გვიამბობს ქალბატონი სვეტლანა.

ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს, როგორ იდგა 120-კაციან ანსამბლში, რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე, შემდეგ კი , 1975 წელს მსოფლიო ფესტივალზე, ტალინში, სადაც ბოლოს სცენაზე 35 ათასი კაცი  ჩამწკრივდა. მათ საკუთარი ხალხის კულტურა, ტრადიცია, ნიჭი და  შემოქმედებითი უნარები მსოფლიოს გააცნეს!

ყოველი ასეთი წარმატებული შემოქმედებითი სვლის შემდეგ კი,  ბრუნდებოდა სკოლაში, საყვარელ კლასში და „აი იას“ სწავლასთან ერთად, ბავშვებში საოცარ შემოქმედებით ცეცხლს ანთებდა. არ იყო თვე, კალენდარული ღონისძიება, ანბანის ზეიმი  თუ ზოგადად, ბუნების ზეიმი, დრო და სივრცე, სადაც ის ბავშვებს საკუთარი იდუმალი გადაწყვეტილებით, შემეცნებით გარემოში არ აზეიმებდა. ისე, რომ შემდეგ ბავშვებს იქედან გამოსვლა არ სურდათ… აი, ეს იყო, მისი განუმეორებელი, ასე ცნობილი  ხელწერის საიდუმლო!

ასე იკეცებოდა წლები და სკოლის დაწყებითი სწავლების დიდოსტატს, სტუმარ-მასპინძლობის სხვა ფუნქციაც ეკავა, სკოლის კარიბჭესთან იდგა, როგორც ღირსეული მასპინძელი!

_ მას ჰქონდა განსაკუთრებული მიდგომა, საკუთარი ხელწერა, საოცარი გუმანი, როგორ მოპყრობოდა ბავშვს, როგორ  შეგებებოდა სკოლაში მოსულ სტუმარს, როგორ წარედგინა საკუთარი სოფელი, თითოეული აქ მცხოვრების სახე მოსული სტუმრისთვის. ამიტომ ვამჯობინებდით, „სეფე სიტყვა“ მოსულ სტუმრებთან თუ შინაურებთანაც კი, უამრავ ღონისძიებებზე  ქალბატონ სვეტლანას ეთქვა. ის საკუთარი ნიშით ამშვენებდა ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეს და ასეთად ემახსოვრება ყველას, _ ამბობენ ჭანიეთის საჯარო სკოლაში პედაგოგები: მალვინა ნინიძე, მანონ ლომჯარია, თამარ ლომჯარია, ია ბერაძე, ირმა წიტაიშვილი, ნინო თევდორაძე,  დავით თავაძე და სხვები, რომლებიც ახლა, პენსიაზე მყოფ პედაგოგს ხშირად სტუმრობენ. თან  ცდილობენ,  კონკრეტული საზეიმო დღე შეუქმნან ისე, როგორც თავად ცდილობდა მთელი ცხოვრების მანძილზე,  სხვებისთვის შეექმნა სიყვარულით გაფერადებული  გარემო.

_ მასწავლებლები მოვიდნენ. ხშირად მოდიან… მაჩუქეს ბრილიანტის ბეჭედი და თეთრზე თეთრი, თითქინა… _  აქ საუბარი უჭირს, ახლახან კოვიდინფქცია გადაიტანა…ცრემლები ერევა. მცირე ინსულტის შემდეგ, ემოციებიც ჭარბად მძლავრობს…

_მაგიდის სუფრა, ბებო, _ ეშველება უსაყვარლესი შვილიშვილი ნათია სურგულაძე.

ამაგდარ პედაგოგს, რომლის დამსახურება, პრეზიდენტის სტიპენდიანტობასთან ერთად, კიდევ უამრავი ჯილდო _ სიგელით თუ  მედლით არაერთხელ აღუნიშნავთ, დიდი, ტრადიციული და მუსიკალური ოჯახი ჰყავს. ისინი საკუთარ წვლილს, დიდი ხანია, დებენ ქართული მუსიკალური ფოლკლორის შენარჩუნების და კიდევ უფრო მეტად განვითარების საქმეში.

როცა სვეტლანა-დედა-ბებიასთან  ერთად მღერიან ავთანდილ, მაია,  თათია, ნათია და ხატია სურგულაძეები, სამყაროც ირინდება. უსასრულოდ დადებითი და სიყვარულით სავსე ენერგია მიიკვლევს გზას კოსმოსისკენ, რათა უკან გაასმაგებული ძალით დაუბრუნდეს  ქვეყნიერებას!

ქალბატონი სვეტლანა საჯაია,  მოფერებით,  „ჩვენი სვეტლანდია“,  ახლა  უსაყვარლესი ოჯახის გარემოცვაშია და         იქედან, როგორც თავად გვეუბნება, ტელევიზორით  ადევნებს თვალს სამყაროს. როგორც იტყვიან,  ცივ ნიავს არ აკარებენ,  თუმცა,  ისევ უსაზღვროდ ენატრება სკოლა: „ნეტავ, ერთი გაკვეთილი ჩამატარებინა, აი, ისე, ძველებურად…“

ტირის და აფორიაქებულია  უკრაინის გამო, რომელიც აგრესორმა ცეცხლის ალში გაახვია.

_ ახლა მხოლოდ უკრაინაზე ვფიქრობ… კიევში  ჩვენი გუნდის გამოსვლას რა დამავიწყებს! რაღაცნაირი სიყვარული იყო. როგორი, იცი? აი, ერთი დედმამიშვილებივით ვიყავით. დაიმახსოვრეთ, ურთიერთსიყვარული და პატივისცემააა მალამო, ის დაგაძლევინებთ ყველაფერს! მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. ასე შევძელით ჩვენ, იმ თაობამ. არ გააცივოთ ურთიერთობები და სულ სითბოში იცხოვრებთ. არანაირი ქონებას, სიმდიდრეს არ აქვს ფასი ამის გარეშე! _ ცრემლები ასწრებს სიტყვებს.

და უცებ უკრაინულ ენაზე იმ სიმღერას ასრულებს, რომელიც 60-იან წლებში კიევის სცენაზე იმღერა. შინაარსსაც     გვითარგმნის: „ყვავილს ჰგავხარ, ჩემო უკრაინა“… მერე კი ტარას შევჩენკოს ცნობილ ლექსსაც ზეპირად ამბობს, რომლის შინაარსსაც ასევე სასწრაფოდ გვეუბნება ქართულად!

“როცა მოვკვდე, ჩემს საყვარელ უკრაინაში დამასაფლავეთ, განიერ სტეპებს შორის, გამითხარეთ სამარე”, _ ამ ჟესტით, როგორცთავად ამბობს, თანადგომას უცხადებს უკრაინას.

დიდხანს სიცოცხლეს,  ბედნიერ დღეებს ვუსურვებთ დიდ ქალბატონს, გამორჩეულ  პედაგოგს,  სვეტლანა საჯაიას, რომელმაც ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლი ისე ჩადო მომავალი თაობის აღზრდის, ყველაზე დიდი საქვეყნო საქმეში, წუთითაც არ შეუსვენია!

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

სვეტლანა საჯაია
გაზიარება34Tweet22Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მოძრავ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

19:35; 17 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“სამართლიანი არჩევნები” განცხადებას ავრცელებს

18:30; 17 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:17; 17 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

იზრდება თუ არა დენის და გაზის გადასახადი

16:47; 17 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

25 დეკემბერს ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე აინთება

16:13; 17 დეკემბერი, 2025

“გამარჯობა! ეს მე ვარ, თქვენი ქართველი ძმა" _ სოსო პავლიაშვილი მიმართვას ავრცელებს

"12 წლის ინგლისელი ბიჭი, რომელმაც თავისი ნიჭითა და ხელობით უკრაინის დასახმარებლად $320,000-ზე მეტი შეაგროვა"

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოძრავ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

19:35; 17.12.2025
პოლიტიკა

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

19:12; 17.12.2025
პოლიტიკა

მაია ბითაძე: 1 იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება

18:52; 17.12.2025
ფინანსები

AI-ს სასტიპენდიო პროგრამაზე 1500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

18:40; 17.12.2025
საზოგადოება

“სამართლიანი არჩევნები” განცხადებას ავრცელებს

18:30; 17.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:17; 17.12.2025
ფინანსები

“არ მოგერიდოს, იკითხე“-  დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა

17:12; 17.12.2025
ფინანსები

თიბისი 33 წლისაა- თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია

16:59; 17.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა

16:53; 17.12.2025
საზოგადოება

იზრდება თუ არა დენის და გაზის გადასახადი

16:47; 17.12.2025
საზოგადოება

25 დეკემბერს ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე აინთება

16:13; 17.12.2025
პოლიტიკა

“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა მანამ, სანამ”- ევროკავშირის საბჭო

15:34; 17.12.2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კამპანია Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული

15:23; 17.12.2025
default
საზოგადოება

ლანჩხუთი-ლესას 8 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალი გაიხსნა

14:32; 17.12.2025
საზოგადოება

როდის აანთებენ ჩოხატაურში საახალწლო ნაძვის ხეს

14:11; 17.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო