დღეს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ სტარტეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, დანტერესებულ მხარეთა ფორუმი _ ,,კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და შრომითი სტანდარტები“ გაიმართა.
ღონისძიების მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექპერტებმა, საქართველოში შრომითი სტანდარტების დაცვის, სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ,,CSR”– ს განვითარება დადებით ზეგავლენას ახდენს, ქვეყნის განვითარებაზე. ის განიხილება, როგორც ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდის, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის მექანიზმი.
სტარტეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ,,CSR” პროგრამის მენეჯერის ლელა ხოფერიას განმარტებით, ,,CSR” საქართველოში შედარებით ახალი, თუმცა სწრაფად განვითარებადი კონცეფციაა.
ფოთის პორტის, კომუნიკაციებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელის მარიკა ნადარაიას განცხადებით, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესის განვითარება ისე, თავიანთი თანამშრომლების განვითარება, ასევე აუცილებელია, დაცული სამუშაო გარემო, რომლსაც კომპანიები უქმნიან თანამშრომლებს.
,,ჩვენი ვფიქრობთ, რომ მსგავსის ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის პირველი ღონისძიება საქართველოში, რომელიც ასეთი მაშტაბით ჩატარდა და მიეძღვნა შრომით სტანდარტებს. კომპანიებისთვის, კორპორაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა. არამედ, ზრუნვა იმაზე, თუ როგორ ანვითარებენ ისინი თანამშრომლებს, რამდენად დაცულია ის სამუშაო გარემო, რომლსაც კომპანიები უქმნიან თანამშრომლებს და მათ, რამდენად თანაბარ პირობებში აყენებენ. ჩვენთვის, ფოთის პორტისთვის, პრიორიტეტი არის უსაფრთხოება, კომპანია ცდილობს შექმნას უსაფრთხო და დაცული სამუშაო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების დაცულობას.ამ მიმართულებით, რამოდენიმე პროექტი ხორციელდება“, _ აღნიშნა მარიკა ნადარაიამ.
შრომითი უფლებების დაცვა ერთ-ერთი ძირითადი თემაა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელშიც დიდი ნაწილი სწორედ შრომით უფლებებს ეხევბა, ერთ-ერთ მძლავრ სტიმულს წარმოადგენს ქვეყანაში შრომითი საქმიანობის სტანდარტების გასაუმჯობესებლად.