დღეს, პოლიციამ ლანჩხუთისა და ფოთის საზღვარზე, მალთაყვის ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი ახალგაზრდა მამაკაცის გვამს მიაგნო.
სავარაუდოდ შემთხვევა წუხელ ღამის საათებში მოხდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარდაცვლილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩოჩხათის მკვიდრი 33 წლის ი. ტ.-ა, რომელსაც ოჯახის ახლობლები მას შემდეგ ეძებდნენ, რაც გასულ ღამეს შინ არ დაბრუნებულა.
გარდაცვლილი საფეხბურთო მსაჯი იყო და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს.