თითქმის 2-დღიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცავებმა ნიკა და ლუკა ცანავების კვალს ბათუმში მიაკვლიეს. ისინი ამ წუთებში თბილისში მოჰყავთ.
მათი ძმის გიორგი ცანავას თქმით, ტყუპები თავს კარგად გრძნობენ.
”დაახლოებით, ერთი საათის წინ იპოვეს. თავს კარგად გრძნობენ, ზღვაზე იყვნენ გაპარულები. ეს რატომ გააკეთეს არ ვიცი. მთავარია, რომ ცოცხლები და ჯანმრთელები არიან. მათ წამოსაყვანად ჩვენ გვინდოდა წასვლა, მაგრამ სამართალდამცავებმა გვითხრეს, ჩვენ უნდა ჩამოვიყვანოთო. სავარაუდოდ, უკვე გზაში იქნებიან. აქვე ყველას, ვინც მათ ძებნაში, ამ ინფორმაციის გავრცელებაში, დაგვეხმარა, მათ შორის თქვენს მთელ გუნდს, დიდ მადლობას ვუხდით”, _ თქვა გიორგი ცანავამ.