თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ზოომაღაზიის მეპატრონეს პითონი გაექცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, მეპატრონეს პითონი ტერარიუმიდან გაექცა.
შემთხვევის შესახებ შეტყობინება მონიტორინგის სააგენტოში 31 ივლისს, 19:30 საათზე შევიდა.
როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, ქვეწარმავლის მოძებნა და დაჭერა სააგენტოს თანამშრომლებმა მოახერხეს.
მათივე ცნობით, მიმდებარე ტერიტორიიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც.
“პირს, რომელიც მუშაობდა ზოომაღაზიაში, პითონი საკუთარ სახელზე ჰყავდა ნაყიდი. ქვეწარმავლის სიგრძე იყო ერთი მეტრი და 20-30 სანტიმეტრი. დავიჭირეთ და დავუბრუნდეთ პატრონს”, _ გვითხრეს მონიტორინგის სააგენტოში.
როგორც გურია ნიუსს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა განუცხადა, მათ პითონის მეპატრონეს გაფრთხილება მისცეს.
“მივეცით გაფრთხილება ჰყავდეს პითონი იზოლირებული, რომ სავაჭრო ცენტრში მყოფ პირებს და სხვა ადამიანებს საფრთხე არ შეუქმნას. რაც შეეხება კერძო საკუთრებაში მყოფი ცხოველის ჩამორთმევის უფლება ჩვენ არ გვაქვს”.