საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის სერვისცენტრს, კვლავ ლევან აფხაზავა უხელმძღვანელებს.
აღნიშნულ პოსტი აფხაზავას წლების განმავლობაში ეკავა. დაახლოებით, ერთი თვის წინ, მისი თანამდებობა შალვა კონჯარიამ დაიკავა. აფხაზავა კი ლანჩხუთის სერვისცენტრის უფროსად გადაიყვანეს.
შალვა კონჯარიამ თანამდებობა გუშინ დატოვა, ის თანამშრომლებს დღეს გამოემშვიდობა. “გურია ნიუსის“ წყაროს“ ინფორმაციით, მის მიერ განცხადების დაწერა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის შეცვლას უკავშირდება.
კონჯარიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, მას ტელეფონი გამორთული აქვს.
“გურია ნიუსს” ლევან აფხაზავამ მისი დანიშვნა დაუდასტურა.
“დამირეკეს და მითხრეს, უნდა უხელმძღვანელო ისევ აღნიშნულ სამსახურსო. გეფიცებით, კონკრეტული მიზეზი, არაფერი ვიცი, რა მოხდა“, _ გვითხრა მან.