https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„დამნაშავეს მფარველობდნენ“ – ვის ადანაშაულებს ოთხმეზურის მამა მკვლელობის გამოძიების გაჭიანურებაში

12:03; 22.03.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე, 12 წლის წინ მომხდარი დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმის განხილვა, გუშინ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაიწყო. პროკურატურამ სასამართლოში ის განაჩენი გაასაჩივრა, რომლის მიხედვით, 2004 წლის მკვლელობის საქმეზე ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნეს. სხდომას უჩვეულოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის გარდაცვლილი დავით ოთხმეზურის ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოში აქამდე არცერთ პროცესს არ დასწრებიან.

რა მოლოდინი აქვს ოჯახს სააპელაციო სასამართლოსგან, რას აცხადებს გარდაცვლილის მამა, ენდობა თუ არა ის პროკურატურის ვერსიას და იცნობს თუ არა მოწმეებს, რომლებიც მათივე განცხადებით მის შვილთან მეგობრობდნენ, _ ამ და სხვა საკითხებზე „გურია ნიუსს“ გიორგი ოთხმეზური ესაუბრა.

მის ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

_ბატონო გიორგი, თქვენ არაკანონიერად მიგაჩნდათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ხელახალი გამოძიების შემდეგაც, აცხადებდით, რომ სწორედ ასლან ბეჟანიძეა ის ადამიანი, რომელმაც თქვენი შვილი მოკლა. კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობთ და რატომ არ გეპარებათ ეჭვი პროკურატურის გამოძიებაში?

_იმიტომ არ მეპარება ეჭვი, რომ თავიდანვე ყველამ იცოდა, ბეჟანიძე იყო დამნაშავე, მაგრამ იმალებოდა. იმიტომ რომ დედამისის მეგობარი იყო მაშინ და ახლა ქმარია, მირიან კვეზერელი, რომელიც იყო თბილისის პროკურატურის საგამოძიებოს უფროსის მოადგილე გახლდათ და ის აფარებდა ხელს დამნაშავეს. მეორე დღესვე დევს პოლიციელის განცხადება, თუ პატაკი, რომ,  სავარაუდოდ, მომხდარში დამნაშავეა ასლან ბეჟანიძე. მაგრამ არავის არ დაუკითხავს მაშინ. დღეს კი, მისი ადვოკატები აპელირებენ იმაზე, რომ ის გონებასუსტია და 9-12 წლის ბავშვის ჭკუა აქვს. ოჯახში როცა მივიდნენ ერთხელ, 2004 წლის ბოლოს, დეკემბერში, დედამისმა უთხრა პოლიციელებს რომ არ ვიცი სად არის წასული რამდენი ხანია სახლში არ მოსულაო. 2005 წლის დასაწყისში ისევ მივიდნენ პოლიციელები და მერე უთხრა, ცოლი მოიყვანა და ესპანეთშია წასულიო. ეს ჩვენებები დევს საქმეში… გარდა ამისა, 2007 წელს, ქალბატონ ქეთევან ზარნაძის, პოლიციის პოლკოვნიკის განცხადება არის, რომ დამკითხეთ და ამ საქმეს გაგახსნევინებთო. არავინ არ დაკითხა ის. პოლიციაში საეროდ ხელი არ გაუტოკებიათ, არაფერი გაუკეთებიათ. შემდეგ, 2010 წელს, სამმართველოში გადაიტანეს საქმე და დაგვიბარეს მე და ჩემი მეუღლე. დიდი დაპირებებით გამოგვიშვეს. მაგრამ ყველანაირად ხელს აფარებდნენ ბეჟანიძეს.

რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი დაიჯერებს იმას, რომ 18-19 წლის ბიჭს, რომელსაც 9-12 წლის ბავშვის ჭკუა აქვს, დედამ არ იცის სად არის, ან ცოლი მოიყვანა და ესპანეთშია. ახლა ამბობს, მუქერია (ასლან ბეჟანიძის დედა, ავტ.), რომ ასეთი რამ თუ თქვა არ ახსოვს.

გარდა ამისა, 6 კაცია მოწმე, რომელიც ამბობს რომ ორივეს იცნობდა, ჩემს შვილსაც და ბეჟანიძესაც. ზოგი ამბობს, რომ ბეჟანიძეს იცნობდა და მეორეს არა.

_თქვენ ესწრებოდით მოწმეების დაკითხვებს? რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ჩვენებები, რომელიც მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მისცეს?

_თავიდან მივედი რამდენჯერმე, მერე არ დავსწრებივარ. სარწმუნოობაზე რა გითხრათ, ერთი ჩვენება საერთოდ არ ამოიღეს.

_რომლის ჩვენებას გულისხმობთ?

_დავით კაპანაძის, რომელიც მეტსახელებით იხსენიებს ორივეს. ის ყველას იცნობდა უბანში, იქ ცხოვრობდა. ეს მოწმე ვერ იპოვა პროკურატურამ და საერთოდ არ გაითვალისწინა სასამართლომ. მაგრამ მეორე მოწმე, რომელიც აწყობდათ, იმის ჩვენება გამოიყენეს. ის ამბობს, რომ მკვლელს მკვეთრი თბილისური აქცენტი ჰქონდაო. არც ეს ადამიანი დაკითხულა სასამართლოზე მაგრამ მისი ჩვენება გამოიყენა მოსამართლემ განაჩენში.

არის კიდევ ორი მოწმე, რომლებსაც შარი ვერ მოსდეს, არც ნასამართლევები არიან. ერთადერთი რასაც მოსამართლე დარახველიძე ამბობს, რატომ ერთნაირად ვერ აღიქვეს ის ფაქტი რაც მოხდაო. 12 წელია გასული და მეორეც, რაზეც მოსამართლე აპელირებს არის ის, რომ ახლა გაიღვიძა მათში სამოქალაქო სინდისმა რომ მივიდნენ და ჩვენება მისცესო? არც არავის მიუცია მანამდე ჩვენება, არც მათზე ბევრად ასაკით უფროსებს. პროკურატურის გამომძიებელი მივიდა და დაკითხა. ეს ბიჭები არ დაუბარებია არავის და არც დაუკითხავს. როდესაც ჰკითხეს რატომ არ მიხვედით თქვენი სურვილითო? უპასუხეს, რომ არავის დაუძახია მათთვის და გვეშინოდა, ვიცოდით რომ მაღალჩინოსნები ჰყავდა პროკურატურაშიო.

_დღევანდელმა პროცესმა თუ გაამართლა თქვენი მოლოდინი და საბოლოოდ რას ელოდებით, შესაძლოა თუ არა შეიცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება?

_დაიწყო რაღაც მოქმედებები და იმედი მაქვს. აქ ბევრი რამ არის, ჯერ ერთი, პოლიტიკური მოტივი იყო. ამაზე ახლა პროკურორის დავეკითხები და განცხადებას შევიტან… ჩემი ოჯახი, დედაჩემი, ბიძაჩემი არ ვიყავით ლოიალური წინა  ხელისუფლების მიმართ და ამან იქონია გავლენა. ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი კიდეც, რომ ჯერ სააკაშვილმა მიუსამძიმრა დედაჩემს, უთხრა ამ საქმეს პირად კონტროლზე ავიყვანო, მერე დონაძემ დარეკა, მოთხოვეს მარიამ ლორთქიფანიძეს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მისულიყო, მაგრამ „წითელ ინტელიგენციას“ და „ჩარეცხილებს“ გვეძახდა და ვინ მივიდოდა?! არ წავიდა იქ…

_ანუ თქვენ ამბობთ, რომ წინა ხელისუფლების დროს პროკურატურამ სპეციალურად არ მოძებნა ბეჟანიძე და არ მისცა პასუხისგებაში?

_დიახ, არ მოძებნეს.

_2012-დან 2015 წლამდე რას აკეთებდა პროკურატურა, სანამ გამოძიებას განაახლებდა და ბეჟანიძეს დაიჭერდა? 3 წელი რატომ არ მოძებნეს?

_ჯერ ერთი, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლა მოხდა. მე არ მახსოვს რამდენ ხანში, მაგრამ სამმართველოში გამოიცვალა შემადგენლობა. გრიგოლ კვიჟინაძე იყო სწორედ იმ განყოფილების გამგე და ეს საქმე სამმართველოდან პროკურატურაში გადავიდა. ისევე, როგორც, სხვა გაუხსნელი საქმეები. პროკურატურას დრო ხომ სჭირდებოდა, რომ 12 წლის წინ მომხდარი საქმიდან ხალხი მოეძებნა.

_ თქვენ ამბობთ, რომ პროკურატურას წელიწადნახევარი მინიმუმ სჭირდებოდა იმისთვის, რომ საქმეს გაცნობოდა?

_მოწმეები მოეძებნათ და საქმეს გაცნობოდნენ. „სკაიპით“ არის ერთი  მოწმე დაკითხული ესტონეთში, რომ ჩამოვიდა მერე მისცა ჩვენება. შეიძლება ცოტა გაიწელა ეს საქმე, უფრო კარგი იქნებოდა მალე დამთავრებულიყო, მაგრამ პროკურატურას  აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, რამდენი საქმე დაეყარათ…

_ბატონო გიორგი, რა შეგიძლიათ იმასთან  დაკავშირებით თქვათ, რომ 2004-2005 წლებში, ცხელ კვალზე არ მოხდა იმ კონკრეტული მოწმეების დაკითხვა, რომლებიც 2015 წელს გამოჩნდნენ და ასლან ბეჟანიძეს ადებენ ხელს? მაგალითად, შანიძე, ბოჭორიშვილი, მორჩილაძე…

_რა შემიძლია გითხრათ და დაცვა უყენებს პრეტენზიებს, რატომ არ მიხვედით და  მიეცით ჩვენებაო… რომელი 17-18 წლის ბიჭი მივა და მისცემს ჩვენებას პოლიციაში? თბილისური მენტალიტეტიდან კი არა, საერთოდ. ვისაც მიადგნენ და ჰკითხეს, იმათი ჩვენებები აქვთ. უფროსებსაც კი არ აქვთ ჩვენებები მიცემული, არათუ ახალგაზრდებს. ესენი გამომძიებელმა დაიბარა და დაკითხა. ვინ მივიდოდა დამკითხეთო?! მეორეც, ბიჭები ამბობენ, რომ იმიტომ არ მივედით, მაღალჩინოსანი ჰყავდა ბეჟანიძეს მფარველიო. ამას მოსამართლე საერთოდ აიგნორებს. დღეს დედამისის ქმარია იმდროინდელი პოლიციის მაღალჩინოსანი…

_თამარ მუქერია ამაზე ამბობს, რომ ის არც კი იცნობდა იმ პერიოდში მირიან კვეზერელს…

_იტყუება… იმასაც იტყუება, რომ არ მითქვამს ჩემი შვილი ესპანეთშიაო და ეს ჩვენება დევს საქმეში.

_პროკურორმა ამაზე სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ასლან ბეჟანიძეს ამ წლების განმავლობაში საზღვარი არ გადაუკვეთავს. თუ ასე იყო, რატომ არ მოძებნეს საქართველოში?

_მეორე დღესვე დევს საქმეში პოლიციელის ჩვენება, რომ სავარაუდო დამნაშავე ასლან ბეჟანიძეა. თუ ის არ იმალებოდა, რატომ არ გამოჩნდა აქამდე? კითხვები მეც მაქვს. საერთოდ არ დაკითხულა აქამდე ასლან ბეჟანიძე, გეკითხებით, ეს ნორმალურია? თუ საქმის მიჩქმალვა არ უნდოდათ და ბეჟანიძის გამოყვანა დებილად (სტილი უცვლელია, ავტ.), თითქოს ჯერ არ იცოდა დედამისმა სად იყო, მერე ცოლი მოუყვანია და ესპანეთში ყოფილა, მაშინ რატომ არ დაკითხეს?!

_ის მოწმეები, რომლებიც სასამართლოს სხდომაზე დაკითხეს ამბობენ, რომ თქვენი შვილის მეგობრები იყვნენ. თქვენ იცნობდით მათ? ამასთანავე, არცერთი მოწმე არ ამბობს მაჩაბელის და ნასრაშვილის გარდა, რომ თქვენი შვილის დასახმარებლად ქუჩაზე გადავიდნენ. როგორ ახსნით ამას?

_მგონი, ასეთი ჩვენებები აქვთ მიცემული, რომ დავინახეთ ქუჩაზე რომ გადმოყავდათ და მანქანაში ჩასვეს, ამიტომ აღარ მივედითო…

_არცერთ მათგანს ეს არ უთქვამს დაკითხვისას. ყველა მოწმის ჩვენებას ვესწრებოდით და ამის ჩანაწერებიც გვაქვს.

_ნამდვილად უცნაურად მეჩვენება ეს. ჩემი აზრით… აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. მე პირადად ასე არ მოვიქცეოდი არც 17-18 წლის ასაკში და  არც 15 წლის. დარწმუნებული ვარ არც ჩემი შვილი მოიქცეოდა ასე…

_გარდა ამისა, მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ერთმანეთს იცნობდნენ და მეგობრობდნენ კიდეც, ამბობენ, რომ ერთიდაიგივე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, დაინახეს დაჭრის ფაქტი, თუმცა, ერთმანეთი არ დაუნახავთ. ამას როგორ ახსნით?

_ეგ ეგრე არ არის მთლად. ერთი ამბობს, როცა ნასრაშვილი და მაჩაბელი ქუჩაზე გადადიოდნენ, ერთი დავინახე და მეორე ვერაო. ამას არის ეს მოსამართლე ჩაჭიდებული. ერთი თუ დაინახა, მეორე რატომ ვერ დაინახაო?! ისინი რამოდენიმე მეტრის დაშორებით მიდიოდნენ ჩემი ბიჭისკენ. ერთ-ერთს ისიც აქვს ნათქვამი, რომ მეორეს საერთოდ არ იცნობდა, შესაძლოა, ვერც დაენახა; შეიძლება ვერ აღიქვა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ 12 წელი გავიდა. გარდა ამისა, ის ჩვენება სად არის, ერთ-ერთი მოწმე რომ ამბობს, ბეჟანიძის და შემხვდა და მკითხა, ჩემმა ძმამ ვინ დაჭრაო?

_ამას ამბობს ნიკოლოზ გამეზარდაშვილი სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაზე. თუმცა, მან აღნიშნა, რომ დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს და არც ის იცის, ნამდვილად ასლან ბეჟანიძემ დაჭრა თუ არა დავით ოთხმეზური… მან ეს დავით კაპანაძისგან გადმოცემით იცოდა.

_იმ დამ მოიგონა, რომ მისმა ძმამ ვიღაც დაჭრა? სად წაიღეს ეს ჩვენება?! არ ვიცი ბევრი კითხვაა.

_ანუ თქვენთვის აბსოლუტურად სარწმუნოა პროკურატურის ვერსია და ენდობით გამოძიებას?

_ვენდობი, როგორ არა… ვეძებდი კიდეც ბეჟანიძეს, დამალული იყო. არავისთვის  საიდუმლო არ იყო, რომ მან ჩაიდინა ეს დანაშაული. ამიტომაც აღარ ცხოვრობდნენ იმ სახლში. მალევე გადავიდნენ იმ ბინიდან… დაველოდები, მაქვს მოლოდინი, რომ შეიცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. დიდი იმედი მაქვს.

 

შენიშვნა: „გურია ნიუსი“ ასევე შემოგთავაზებთ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გამართლებული ასლან ბეჟანიძის დედის, თამარ მუქერიას ინტერვიუს.

 

ამავე თემაზე:

რატომ დაუშვა სასამართლომ მტკიცებულებად პროკურატურის „გამზადებული ჩვენება“ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე

ექსკლუზივი – არაერთგზის ნასამართლევი „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან

12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის დღემდე გაუხმაურებელი დეტალები

მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს (ფოტორეპორტაჟი)

რა არგუმენტებით დაასაბუთა მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულის უდანაშაულობა

ექსკლუზივი – 12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

„ამ პროცესის მონაწილეები პასუხს აგებთ“ _ გარდაცვლილი პატიმრის ძმა პროკურატურას და მთავრობას მიმართავს

ექსკლუზივი – რატომ შეუცვალეს საპატიმრო დაწესებულება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულს

რას აცხადებს მოკლული დავით ოთხმეზურის მამა და ვის დასჯას ითხოვს ის

პროკურატურის „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან – ნაწილი II

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ძალაუფლებიანები ვინც ხართ, მოიფიქრეთ რაღაც... გუშინ სამი სანტიმეტრით გადავრჩი ზებრაზე სიკვდილს" _ აკა სინჯიკაშვილი

რისგან იცავს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება ქალებს

ყველა სიახლე

ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9.02.2026
სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9.02.2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

17:09; 9.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9.02.2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9.02.2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9.02.2026
ფინანსები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

13:14; 9.02.2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო