ვიდეო სოციალურ ქსელში ბიჭის დედამ ბულინგის მორიგი ფაქტის შემდეგ გაავრცელა. როგორც იარაკა ბეილი ვიდეოში ამბობს, კვადენს კლასში იმის გამო დასცინიან, რომ ის ტანდაბალია და ეს არ არის პირველი შემთხვევა. „ეს არის ის შედეგი, რაც ჩაგვრას მოჰყვება“, – ამბობს ბავშვის დედა.
ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს და მთელი მსოფლიო მოიცვა.
ბიჭის ამბავს, ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ, რომელთა შორისაც მსახიობი ჰიუ ჯეკმანი და ჯეფრი დინ მორგანი არიან. მათ ვიდეო მიმართვა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს, სადაც ბიჭს ამხნევებენ და ეუბნებიან, რომ ისინი მისი მეგობრები არიან. ამასთან ყურადღება გაამახვილეს ბულინგზე და საზოგადოებას მეტი სიყვარულის გაზიარებისკენ მოუწოდეს.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ინტერნეტში ბიჭის მხარდასაჭერად შეიქმნა ფონდი, რომლის დახმარებითაც ადამიანები მას დისნეილენდში წასასვლელად ფულს უგროვებდნენ. ანგარიშზე უკვე 70 ათასი დოლარი შეგროვდა
სოციალურ ქსელში შეიქმნა ჰეშთეგი #WeStandWithQuaden – „ჩვენ ვდგავართ კვადენთან“.
წყარო: etaloni.ge