დანია უკრაინის დასახმარებლად დამატებით €110 მილიონს გამოყოფს. აღნიშნული თანხა სამხედრო იარაღს, აღჭურვილობასა და წვრთნებს მოხმარდება. ამის შესახებ დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც დანია და დიდი ბრიტანეთი მასპინძლობდნენ.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნის მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო სისტემებს (MLRS). მინისტრმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ ეწინააღმდეგება ამ უკანონო ომს და უკრაინას მხარს უჭერენ.
“ბრიტანეთი ასევე მისცემს მნიშვნელოვან რაოდენობას ზუსტი მართვადი M31A1 რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ 80 კმ-მდე დაშორებული სამიზნეებისთვის დარტყმა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას რუსული მძიმე არტილერიისგან თავდაცვა გააგრძელოს”, – განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
უოლესი ნატო-ს ჩრდილოეთ ქვეყნებთან კონფერენციას ატარებს, რათა განიხილონ უკრაინის შემდგომი გრძელვადიანი მხარდაჭერა წვრთნების, აღჭურვილობისა და დაფინანსების საკითხებში.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები დაიწყებენ სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლამდე და მის შემდგომ, რამდენადაც საჭირო იქნება.
ავტორი