დანიის პრინცი ჰენრიკი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პრინცს გასულ წელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს.
სამეფო ოჯახის განცხადების, პრინცი მშვიდად, ძილში გარდაიცვალა.
მაუწყებლის ინფორმაციით, საზოგადოება უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ის მეფედ არასდროს დაასახელეს.
როგორც ცნობილია, პრინცის დაკრძალვის ცერემონიის გეგმის შესახებ ჯერ არაფერი განუცხადებიათ.