BBC– ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთისა და ინდოეთის სამხედრო ძალებს შორის საზღვარზე დაპირისპირება მოხდა.
მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებულები ორივე მხარეს არიან.
მაუწყებლის ცნობით, დაპირისპირება სამხედრო ძალებს შორის გასულ ოთხშაბათს მოხდა სოფელ სიკიმში.
მომხდარს ინდოეთის არმიამ მცირე ინციდენტი უწოდა, რომელიც უკვე მოგვარებულია.
გავრცელებული ცნობით, ჩინელმა პატრულმა ინდოეთის ტერიტორიაზე შესვლა სცადა, მაგრამ იძულებული გახდა უკან დაეხია.
როგორც ცნობილია, მდინარეები, ტბები, საზღვარზე ცუდად არის განსაზღვრული, რის შედეგადაც სასაზღვრო ხაზზე გადაადგილებისას ჯარისკაცები ხშირად ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან ხოლმე, რაც ზოგჯერ დაპირისპირებამდე მიდის.