ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე ობიექტის უფროსსა და ადგილობრივ დასაქმებულს შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარ ინციდენტის შესახებ, როგორც ცნობილი ხდება დაპირისპირება მოხდა ობიექტის უფროსსა და ადგილობრივ დასაქმებულს შორის.
დაპირისპირების მიზეზი გახდა საავადმყოფო ფურცელის ანაზღაურების საკითხი.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებთან საუბარში, ჩინური მხარე ირწმუნება, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რაც გამოიწვია ენობრივმა ბარიერმა.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი სისტემატიურად რევიზირებას უწევს გაფორმებული შეთანხმებების შესრულების პროცესს.
ბიულეტენის და შვებულების გამოყენების საკითხში გამოვლენილია ერთეული შემთხვევები რაზეც ორივე მხარესთვის გაცემულია რეკომენდაციები და მიმდინარეობს მათზე მუშაობა.
უმოკლეს დროში, დამატებით მოხდება შეხვედრა ჩინეთის რკინიგზის 23ე ბიუროს მენეჯმენტთან და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები”, _ აღნიშნულია განცხადებაში.