დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში _ ზაზა სარალიძის მტკიცებით, მას და ზვიად კუპრავას სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.
სარალიძის ინფორმაციით, შემთხვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მოხდა. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, ის ზვიად კუპრავასთან ერთად საქალაქო სასამართლოს სასადილოში ჩავიდა.
მოგვიანებით მათთან სამართალდამცველები მივიდნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ზვიად კუპრავა კი სასამართლო დარბაზში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.
სარალიძე ამბობს, რომ სამართალდამცველებს კუპრავას ძალის გამოყენებით დარბაზში დაბრუნების უფლება არ ჰქონდათ.
მისი განცხადებით, შს მინისტრმა მასზე ნადირობა დაიწყო. სარალიძე გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს.
rustavi2.ge