ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ ავტომობილებიდან ხმოვანი აპარატურით მოუწოდებენ.
აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობის გაფრთხილებას ისახავს მიზნად.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის გაფრთხილება მანქანებიდან, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე ასევე, სოფლებში ხდება.