აპრილი-ივნისის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით შემოწმებული 3103 ნახევარფაბრიკატების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზპროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმოები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკები, სურსათის საცალო და საბითუმო სარეალიზაციო, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოები და სხვა პროფილის ობიექტებიდან 82 ბიზნესოპერატორი კრიტიკული შეუსაბამობებისთვის დაჯარიმდა.
“კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, სურსათის მომზადების, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებს, ეტიკეტირებას, მიკვლევადობასა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
მეორე კვარტალში კრიტიკული შეუსაბამობებისთვის დაჯარიმდა 82 ბიზნესოპერატორი, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები.
გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: ხორცის რეალიზაცია ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმისა და სურსათის შენახვის პირობების დარღვევა, კონდენსატი მაცივრებში”,_ აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.