საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ქედაში ცხოვრობს.
95 წლის ხასან და 94 წლის ზექიე თურმანიძეების ოჯახს უნიკალურობას მათი 77-წლიანი თანაცხოვრება სძენს. წყვილმა 1941 წლის 20 მაისს იქორწინა და ქვეყანას 162 შთამომავალი გაუზარდა: 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი. ისინი ქორწინებაში მყოფი ყველაზე ხანდაზმული წყვილია არამარტო საქართველოში, არამედ დასავლეთ ევროპაში.
მიმდინარე წლის მაისში გინესის რეკორდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ისინი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს.
თურმანიძეების ოჯახის შთამომავლობა, ძირითადად, ხელოვნების მიმდევრები არიან. განსაკუთრებით, სასიმღერო ტრადიციის. ოჯახმა შემოინახა მერისის ხეობისთვის დამახასიათებელი არაერთი ფოლკლორული სიმღერა.