9 დეკემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე პერიოდულად 17–22 მეტრი იქნება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.
9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში – 8–13 გრადუსი იქნება; თბილისში – 9 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში ამაღამ მოთოვს. დღის ბოლოს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და წვიმა შეწყდება.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, ამაღამ და 9 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში იწვიმებს, იქნება ნისლი; მაღალმთაში – თოვლი.
10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მათ შორის თბილისშიც.
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში – 9–14 გრადუსი იქნება; თბილისში – 12 გრადუსი, _ ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.