ამ წუთებში სტიქიას ებრძვიან შავი ზღვისპირეთში _ ურეკში, შეკვეთილსა და გრიგოლეთში ძლიერი ქარი წვიმა და სეტყვაა, გზაზე შექმნილია საცობები, მოგლეჯილია ხეები, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, მოსახლეობა შუქის გარეშეა დარჩენილი
სტიქიის ზონაში იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, რომლის თქმით, გამგეობაში უკვე შეიქმნა საგანგებო შტაბი და ამუშავდა ცხელი ხაზი.
შეგახსნებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მასშტაბური ხანძრების პარალელურად, საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა.