ძლიერი წვიმის შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შეიქმნა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ხამისკურში, ხეთასა და პირველ მაისში დაიტბორილია ეზოები, ქუჩები და სავარგულები.
ასევე, ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა, თუმცა, დილიდან მუშაობდა მძიმე ტექნიკა, ამოიწმინდა არხები და ამჟამად, საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.
სტიქის ზონაში იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა, მახარე ჩოკორაია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
ჯერჯერობით, უცნობია, ზარალის ზუსტი ოდენობა.
ცნობისთვის, უხვმა ნალექმა პრობლელები რამდენიმე დღის წინაც შექმნა.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე