გორში დაჭრილი შუახნის მამაკაცი ცოტა ხნის წინ, კლინიკაში დაიღუპა.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა დაუდასტურა.
შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს , წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა. სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამა-შვილია.
როგორც ცნობილია, სავაჭრო ცენტრ “გალერეასთან” მამა-შვილს ერთ-ერთმა მოვაჭრემ ესროლა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით(განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ) დაიწყო. ბრალდებული უკვე დაკავებულია.


































































