ღაზას მასშტაბით მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი დაბომბვა გრძელდებოდა.
გაეროს 18-ზე მეტი ჰუმანიტარული ორგანიზაცია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ განცხადებას, რომლითაც მოუწოდებენ ისრაელს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი ღაზას სექტორში.
როგორც ცნობილია, 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ღაზასა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 9922 პალესტინელი. ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი.