დღეს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ეს დღე შეირჩა ნობელის პრემიის ლაურიატის ბარუჰ სამუელ ბლუმბერგის პატივისცემის ნიშნად, რომელმაც აღმოაჩინა B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი.
ამ დღის მიზანია ცნობიერების გაუმჯობესება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ, რომ ღვიძლის ანთება ჯანმრთელობას მთელ რიგ პრობლემებს უქმნის, მათ შორის იწვევს კიბოსაც.
ჰეპატიტის ვირუსის ხუთი ძირითადი შტამი არსებობს – A, B, C, D და E. ერთად, B და C ჰეპატიტები სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. COVID-19 პანდემიის ფონზე, ვირუსული ჰეპატიტი ყოველდღიურად იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს.
WHO-ს ინფორმაციით, წლევანდელი სლოგანია ”ჰეპატიტისგან თავისუფალი მომავალი”, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია დედებსა და ახალშობილებში B ჰეპატიტის პრევენციაზე.
325 მილიონი ადამიანი ცხოვრობს B და C ვირუსული ჰეპატიტით. წელიწადში 900,000 ადამიანი იღუპება B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების შედეგად.
B ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების 10 %-მა და C ჰეპატიტით დაავადებულთა 19% -მა იცის მათი ჰეპატიტის სტატუსი.
გლობალურ დონეზე, ბავშვთა 42% -ს აქვს წვდომა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.