ოზურგეთში „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი”-ს შტაბში , ბრიფინგი გამართეს.
ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოშეწირული-გობრონიძე იქნება და სწამს, რომ ის გამრჯვებას მიაღწევს ამ საპარლამენტო არჩევნებში.
__ჩვენ ვაპირებთ პატიოსან საარჩევნო კამპანიას. არ გვაქვს ფუფუნება,
ვინმეს დავურიგოთ კარტოფილი ან კვერცხი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენი ხმა გვქონდეს პარლამენტში, – თქვა ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ.
მან თქვა, რომ ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას, როცა მათ პირდებიან ფულს, ასევე ოზურგეთის სპორტის სახლში ახლახან შეიტანეს დიდი ტრაილერით ბურღულეული, მათთვის დასარიგებლად, _ თქვა ნაცვალაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, დაესახელებინა კონკრეტული პირები, ვინ ვის სთავაზობს ქრთამს, ნაცვალაძემ თქვა, რომ ამჯერად თავს იკავებს, თუმცა მალე დაასახელებს მათ ვინაობას.
დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო შეწირულმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიის თაობაზე, რომ ამომრჩევლებს, კერძოდ, მის ნათესავებს და ოჯახის წევრებს, ახლობლებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფულით მოსყიდვას უპირებენ, ჰპირდებიან თანხას, ოღონდაც კი მათ მხარეს გადავიდნენ.
_დღეს არ ვასახელბ მათ გვარებს, თუმცა ამ ბრიფინგით ვაფრთხილებთ მათ. თუ კვლავ გაგრძელდება მათი მხრიდან ასეთი საქციელი, აუცილებლად გადმოგცემთ მათ სიას, სათანადო მტკიცებულებით, – უთხრა მან ჟურნალისტებს.