პარტია “ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას მერაბ ჭანუყვაძე შეასრულებს. ამ პოსტზე ჭანუყვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ჩაანაცვლა. აღნიშნული ინფორმაცია ჭანუყვაძემ დაადასტურა.
პოსტიდან გადადგომა “გურია ნიუსთან” დავით დარჩიამ დაადასტურა.
“ქართული ოცნება” კონფერენციას ურეკში აპრილის ბოლოს გამართავს, სადაც ჭანუყვაძე ოფიციალურად გამოცხადდება პარტიის თავმჯდომარედ.