,,მიშა სააკაშვილის “პოხონდრიების” აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას“, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ მელია მზად არის ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს.
მისი თქმით, ვისმენთ განცხადებას, რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს, ეს ნაბიჯი კი, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ გადადგეს.
“ფაქტია, რომ საკუთარი თავი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა და ფორმალურმა ლიდერმა ჩიხში შეიყვანა. უკვე მერამდენედ იცვლის ეს ადამიანი თავის განწყობას და პოზიციას, შეგვიძლია დავითვალოთ. დღეს ვისმენთ განცხადებას რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს. ამის მიუხედავად, ნაციონალურ მოძრაობას” სახის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ეს დასტურია, რასაც რასაც ამდენი ხანი „ქართული ოცნება“ და საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ამბობდა, რომ არაფრის გამო ხდებოდა პრობლემის შექმნა. ანუ იყო პროვოკაცია – დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ვერც ერთი პროვოკაცოული გზოთ ვერ შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ წარმატების მიღწევა და ამის დასტურია ის პოზიცია, რომელიც აქვს ნიკანორ მელიას. ფაქტია, სააკაშვილს ყველა გეგმა ჩაეფუშა საქართველოში, რაც დესტრუქციას და დესტაბილიზაციას გულისხმობდა. ისინი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ იმ გარემოებას, რაც საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. მიშა სააკაშვილის “პოხონდრიების” აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას”, _ განაცხადა მათიკაშვილმა.
ბოტკოველის განცხადებას, რომ ევროკავშირის გადახდილი თანხა იქნება პოლიტპატიმრის გამოსასყიდი ციცილიზებული სამყაროს მხრიდან, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ რეალურად ევროკავშირის გირაო არის “გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი”, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს.
“ფანტაზიებში გავდივართ და ვიწროპარტიული ინტერესების გასაღება გვინდა ქვეყნის ინტერესებად.ამაზე მეტყველებს ბოტკოველის კიდევ ერთი სიცრუე, რაც თქვა. რეალურად ევროკავშირის გირაო არის “გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი”, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს.
ევროკავშირის შემოთავაზება ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის იქნებოდა სასარგებლო”- განაცხადა“, _ მათიკაშვილმა.