თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მთაწმინდაზე ხანძრის გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც დავით ნარმანიამ პირველ არხს განუცხადა, ცეცხლი დასახლებულ ნაწილს არ მოსდებია.
ნარმანიას განცხადებით, ამ წუთებში თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შესაძლოა, სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვა გახდეს საჭირო. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა კი პანიკაშია და ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს _ როგორც ისინი “გურია ნიუსთან” ამბობენ, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და თუ მყისიერი რეაგირება არ მოხდა, მალე ხანძარი დასახლებულ ადგილებზეც გადავა.