ეკლესია და მედია – ორი ინსტიტუტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დღეს ვერ აკონტროლებს, სამაგიეროდ, ცდილობს შეაშინოს ისინი და მათი დისკრედიტაცია მოახდინოს, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
„შესაბამისად, ჟურნალისტების ცემა სხვა არაფერი იყო, თუ არა ჟურნალისტების მიზანმიმართული დაშინება და დაზიანება, რადგან „ქართულ ოცნებას“ დღეს მხოლოდ თავისუფალი მედია ამხელს.
ეს ყველაფერი კი იმ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით და ოპოზიცია პარლამენტში შესვლით დასრულდა.
20 ივისის ჟურნალისტების ცემა -ბეგვა, დასისხლიანება, 8 ნოემბერს ჭყლის ჭავლის მიშვება ამნისტიით რომ აპატიეს აი ამის შედეგია! რითაც დამატებით ოპოზიციის დისკრედიტაცია მოახდინეს.
მოკლედ, სანამ ამ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდება და აჩევნები გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, პოლიტიკა სულ გარეთ იქნება. თუმცა, ოპოზიციას პროტესტი რომ შეენარჩუნებინა, ბევრ რამეს ავცდებოდით და „ოცნებაც“ ვეღარ გაბედავდა ამდენს…“, _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.