გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე სახეობიდან, საქართველოსი 17 სახეობაა გავრცელებული. გურიის დაბლობ ზონაში ძირითადად გვხვდება ნოყიერ, ტენიან ნიადაგებზე, მდინარეების, ღელეების გასწვრივ ან ჭალებში.
ტირიფის მოშენება ერთი მხრივ სილამაზისთვის, მეორე მხრივ კი სამეურნეო საქმიანობისთვის სასურველი და ხელსაყრელია. მით უფრო ახლა, როცა დეკორატიული მებაღეობა აღმავლობას განიცდის და ხშირად სჭირდებათ ტირიფის წნელი.
ტირიფს იყენებენ ჭიგოდ, ვაზის შესაკრავ მასალად, მისი მსუბუქი მერქანი საუკეთესოა სასოფლო-სამეურნეო იარაღის ტარებად, ტოტები კი საკალათე წნელად უფრო და უფრო გამოიყენება და მოთხოვნაც იზრდება. მისგან ამზადებენ მოწნულ ავეჯსაც.
მართალია, ტირიფის ქერქი და ფოთლები შეიცავს მაღალხარისხიან მთრიმლავ ნივთიერებებს _ ტინიდებს, რომლებიც გამოიყენება ტყავის წარმოებაში, მაგრამ რეგიონის პირობებში ის საუკეთესო მოსახმარია მეურნე ადამიანებისთვის.
ტირიფი ძალიან ადვილად გასახარებელია. ის მრავლდება თესლით, კალმებით, თუმცა, ახალგაზრდა ტოტებს თუ ჩავარჭობთ ნესტიან ადგილებში, ადვილად გაიხარებს.
გირჩევთ, გააშენოთ ტირიფი ახლომდებარე ღელეების თუ ჭალების მახლობლად. მას შეუძლია ადამიანს მრავალი სიკეთე მოუტანოს.