რეგრანტინგის პროექტის ფარგლებში “საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა” გურიაში დაფინანსებულ ორგანიზაციებში ერთ-ერთი “გურიის განვითარების კავშირია”.
“გურიის განვითარების კავშირის” ხელმძღვანელი თამარ კუპრაძე: “ეს არის ახალგაზრდა ორგანიზაცია კვალიფიციური კადრებით, რომელსაც წარმომადგენლები გურიის მასშტაბით ყვას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ გურიის განვითარების საქმეში.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტს “DCFTA – შესაძლებლობები გურული ფერმერებისათვის” პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონში მოქმედი თხილის გადამამუშავებელი მცირე და საშუალო საწარმოები, ფერმერები, მიიღებენ მეტ ინფორმაციას DCFTA-სიკეთის შესახებ, თხილის მოქმედი რეგლამენტის შესახებ და აიმაღლებენ უნარ-ჩვევებს ევროკავშირში პარტნიორის მოძიებისათვის. ასევე პროექტის ბენეფიციარი საწარმოები მიიღებენ უფასო კონსულტაციებსა და მხარდაჭერას, რათა მოამზადონ საკუთარი საწარმოს პროფილი და დარეგისტრირდნენ ევროკავშირის სპეციალურ ვებ-გვერდზე პარტნიორების მოსაძიებლად.
ტრენინგები დაიწყება მიმდინარე წლის ოქტომბერში და გაგრძელდება დეკემბრის დასაწყისამდე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განხორციელდება მოწვეული ექსპერტების დახმარები, რომელთა მიერ შემუშავებული ტრენინგ მოდულები პროექტის დასულების შემდეგ გადაეცემა დამსწრე ბენეფიციარებს.”
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება “საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა” ქვეგრანტის ფარგლებში არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ. პროექტს ხელმძღვანელობს “აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრი” (EESC, ლიტვა). მონაწილე ორგანიზაციები არიან: “საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია” (ABCO, საქართველო), “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი” (GIP, საქართველო), “გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი” (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი” (საქართველო), “ათინათი” (საქართველო) და ასოციაცია “კავკასიის გენეტიკა” (საქართველო).
(R)