პლანეტის მცენარეების 2/5-ს გადაშენება ემუქრება. კვლევა 42 ქვეყნის 200-ზე მეტმა სპეციალისტებმა ჩაატარა.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ გადაჭარბებული მოხმარების გამო გადაშენების რისკის ქვეშ 723 მცენარეა, რომელსაც წამლების დასამზადებლად იყენებენ.
„დროსთან რბოლას ვაგებთ. სახეობები იმაზე სწრაფად ქრება, ვიდრე ჩვენ მათ აღმოჩენას და სახელის დარქმევას ვასწრებთ. ბევრ მათგანში შესაძლოა მნიშვნელოვანი მინიშნება არსებობდეს მედიცინის ყველაზე აქტუალური გამოწვევების დასამარცხებლად“, – აცხადებს „Kew“–ს პროფესორი ალესანდრე ანტონელი.