“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს რუსთავის ციხესთან დაგეგმილ აქციას “ქართული ოცნების” წევრი დიტო სამხარაძე გამოეხმაურა.
“ამათ ხომ არ გონიათ, რომ ტელევიზორიდან ვუყურებთ ქვეყნის დანგრევას და რამეს დავუთმობთ? ნახავთ, რაც მოყვება ერთ უკანონო ქმედებასაც კი! ნახავთ, რეალურად რას ნიშნავს პიკეტირება და ბლოკირება! მაშინ აგახიეთ სახე, “ვლასტში” რომ იყავით, თქვენი ფაფაჭამია დორბლიანი პრეზიდენტი იყო, ბლუკუნა მერაბიშვილი პრემიერი და ნეკროლოგი ახალაია შსს-ს მინისტრი! დედას გიტირებთ, აბა გაბედეთ”, _ წერს დიტო სამხარაძე.