დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის მოზარდებს ეძებენ.
ბავშვები მეზობლები არიან, სახლიდან გუშინ გავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.
ერთ- ერთი მოზარდის მამის ინფორმაციით, ისინი თბილისში წასვლას აპირებდნენ, თუმცა ადგილზე არ ჩასულან.
მოზარდის მამის თქმით, დაკარგვის შესახებ პოლიციამაც იცის და ძებნაში არიან ჩართულები.