დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა, ავთო მამალაძე “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას მიესალმება და ახლა ჯერი საქართველოს პრეზიდენტზეა.
“ტელევიზიით მოვისმინეთ სინოდის გადაწყვეტილება და მეტი არაფრის თქმა შემიძლია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა ჯერი პრეზიდენტზეა და მე მგონი, დადებითად გადაწყვეტს მამა გიორგის საკითხს. ვნახოთ, რა იქნება“, _ გვითხრა ავთო მამალაძემ.
შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდმა განაჩინა: „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“.