https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დეკემბერში დაგებული და უკვე “დაკერებული” ორკილომეტრიანი გზა… მილიონნახევარ ლარად!

18:48; 15.02.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ ათეული წლებია,  ვოცნებობდით ჩვენი უბნის მცხოვრებლები, რომ ასფალტირებული გზა გვქონოდა. შარშან გავიგეთ, რომ ტენდერი გამოცხადდა. შემდეგ გზის მშენებლობა დაიწყო. ძალიან გვიხაროდა, როგორც შეგვეძლო, ისე ვაქცევდით ყურადღებას მშენებლებს. გვეგონა, ზამთრის დადგომამდე დასრულდებოდა სამუშაოები, მაგრამ ვერ მოასწრეს. დეკემბრის ბოლოს, ძალიან ცუდ ამინდში მოიტანეს უხარისხო ასფალტი და დააგეს  ერთი ფენა _ გვითხრეს, ასე არის  პროექტშიო…  თავად ხედავთ, უკვე ამოტეხილია… გაოგნებულები ვართ! _ რამდენიმე დღის წინ, სოფელ მაკვანეთში მისულ ჟურნალისტებს გაბრაზებული მოსახლეობის პროტესტი დახვდათ. სოფელი მაკვანეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან ოთხი კილომეტრითაა დაშორებული და 2014 წლის ოფიციალური აღწერით, 1500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სიმონ ჯანაშიას, ლოტბარი ერქომაიშვილების და სხვა ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის მშობელ სოფელში, ერთ-ერთ უბანში გზის დაგება მოსახლეობისთვის საოცნებო ამბავი, წესით, არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლებამ “ბაღების უბნისთვის” მანამდე ვერ მოიცალა. “ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” _ 2023 წლის 15 თებერვალს ტენდერი გამოცხადდა, თუმცა, მაკვანეთელების სიხარული, სამწუხაროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა.

ტენდერის პირობების მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში, სოფლის ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს, ე.წ. “ბაღების უბანში”, სადაც 70-ზე მეტი მოსახლეა, ორკილომეტრიანი გზის მონაკვეთი უნდა გაკეთებულიყო. სამუშაოს პროექტირება შპს “მ-პროექტმა” მოამზადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და დაიგეგმა 2062 მეტრი ძირითადი გზის, მიერთებების და ეზოში შესასვლელების რეაბილიტაცია, ასევე, არსებულ ხიდზე მოაჯირების რეაბილიტაცია. დამპროექტებლებმა გაითვალისწინეს, რომ 2.5%-იანი ქანობის გამო, გზის ჩარეცხვის თავიდან აცილების მიზნით, უნდა მოწყობილიყო ორი სახის რკინა-ბეტონის კიუვეტები, ხოლო, სიტუაციიდან გამომდინარე, არხებით (კიუვეტებით) გზასაც გადაიჭრებოდა და ზევიდან ცხაურით დაიფარებოდა.

ორკილომეტრიანი გზის მოწყობის საწყისი ღირებულება, არც მეტი, არც ნაკლები მილიონნახევარი ლარით განისაზღვრა. ტენდერში ორმა ფირმამ მიიღო მონაწილეობა _ შპს “კოხტას ძირი 2010” და შპს “ფემინი კონსტრაქშენ გრუპი”. ტენდერი ამ უკანასკნელმა მოიგო და 1 437,108 ლარის სახელმწიფო შეკვეთა მიიღო.

#119 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოზურგეთის მერიასთან 2023 წლის 31 მარტს გაფორმდა, რომელშიც მითითებულია ამ პროექტის დაფინანსების წყაროები: “საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის #2475 განკარგულებით გამოყოფილი თანხებიდან _ 356 250 ლარი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებიდან _ 18 750 ლარი; 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებიდან _ 796 581,00 ლარი; 2024 წლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი თანხებიდან 265 527,00 ლარი”.

ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულია სამუშაოს შესრულების ვადები:

“მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 (რვა) თვის ვადაში, 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად”.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს თვეების მიხედვით გაწერილი გეგმა-გრაფიკი, რომელშიც მითითებულია ყველა სამუშაო და შესაბამისი თვე: ტრასის აღდგენა-დამაგრება, მიწის ვაკისი, საგზაო სამოსი (საფარი), მიერთებების მოწყობა, ეზოებში შესასვლელების მოწყობა, 1139 მეტრი სიგრძის ანაკრები რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობა, წყალშემკრები ჭის დამონტაჟება, 54 მეტრი სიგრძის მოაჯირების მოწყობა ხიდზე, საგზაო ნიშნების მოწყობა…

რეალური მდგომარეობა კი მართლაც სავალალოა. მაკვანეთის მოსახლეობა “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ იმედგაცრუებული და გაბრაზებულები არიან:

_ მრავალი ათეული წელია, ოცნებად გვექცა ნორმალური, კაპიტალური გზის არსებობა. როცა გასულ წელს ტენდერის გამოცხადების შესახებ როცა გავიგეთ და უკვე სამუშაოების დაწყების ეტაპიც დადგა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. აქ მცხოვრებლებს იმედი გვქონდა, რომ პირველ რიგში, გზა ხარისხიანი იქნებოდა და ამავე დროს, ზამთრის დაწყებამდე სამუშაოები დასრულდებოდა. თუმცა, გზის მშენებლობა გაჭიანურდა, როგორც ხშირად ხდება ჩვენს ქვეყანაში… ამასაც არ დავეძებდით, მოვითმენდით, რომ არა უკიდურესად მდარე ხარისხი! _ ამბობს “ბაღების უბნის” მცხოვრები ჩვენთან საუბარში.

_ ეს ზაზა სიამაშვილის სახელობის ქუჩაა, ისე “ბაღისუბანიც” ჰქვია. დიდი ხანი არაა, რაც ასფალტის დაგება დაიწყეს და რა ნახა თვალმა?! მოიტანეს უხარისხო და უვარგისი! იფშვნება! დააგეს და მერე “დააკერეს”. ასეთი რამ _ ახლად დაგებულის დაკერება ახლა გავიგეთ… ვარგა რამედ?! შეხედეთ! მოუწევთ ამის აყრა და თავიდან დაგება! _ გვეუბნება ამ უბანში მცხოვრები ამირან გორდელაძე.

ამირან გორდელაძე: “დიდი ხანი არაა, რაც ასფალტის დაგება დაიწყეს და რა ნახა თვალმა?!
მოიტანეს უხარისხო და უვარგისი! იფშვნება!”

_ სულ 75 ადგილზე დავთვალეთ ამოტეხილი ასფალტი. ახლად დაგებულ გზაზეა საუბარი! ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ ახლად დაგებული ასფალტის ე.წ. “დაკერება” დაიწყეს. ეს ნამდვილად პირველად ვნახეთ! ადრე “დაკერება” ძველ და ამოტეხილ გზებზე შეიძლებოდა, _ არაერთგზის იმეორებდნენ აღშფოთებული ადგილობრივები, რომლებიც გზადაგზა გვხვდებოდნენ.

უკვე დაკერებული ახალი ასფალტის გზა

მოსახლეობისვე თქმით და ერთი თვალის შევლებითაც კარგად ჩანს, რომ უხარისხო ასფალტის ფენა 5-6 სანტიმეტრი სისქისაც არაა და ასფალტს სასაქონლო სახეც არ აქვს:

_ გაგიგიათ, ჯერ არ დაუგიათ და დაკერება დაიწყეს. უვარგისია და სისქეც ვერ გაიმეტეს. თოხი მოვუსვით და ბელტებად წამოყვა, ზოგან ტალახივით, ზოგან გოროხებად!!! გინახავთ ასეთი? უხარისხო ასფალტია, მტვერია თუ ტალახი ვერ მიხვდები. მიიხედ-მოიხედეთ, როგორ ბელტებად ყრია, ხომ ხედავთ? _ გვითხრეს ჩვენთან ერთად თავმოყრილმა მოქალაქეებმა.

“თოხი მოვუსვით და ბელტებად წამოყვა, ზოგან ტალახივით, ზოგან გოროხებად!!!”

_ აქ ასფალტი რომ მოიტანეს, თქვეს რომ ქუთაისიდან თუ თერჯოლიდან იყო წამოღებული. ზოგიც იძახდა, რომ სამეგრელოდან ჩამოიტანეს. გზაში კი გაცივდა და დაბალი ტემპერატურის გამო, არ შეიკრაო. შესაბამისად, გზაზე დაგებული სრულიად უვარგისი აღმოჩნდა და ისე იყო თუ ასე, უხარისხობამ ყველაფერი გადაფარა. დაგების წესის და ხარისხის სიკარგეზე პასუხისმგებელი უნდა იყოს კომპანია, რომელიც აკეთებს და ჩვენ რატომ გვიხდიან ამ ყველაფერს სანერვიულოდ?! არავისთან არ გვინდა დაპირისპირება, ჩვენ გვინდა კარგი გზა. დავიღალეთ მოლოდინით, _ ამბობს აქ მცხოვრები პაატა გორდელაძე და იხსენებს იქვე, “შატოულას უბანში” დაგებულ გზას: _ 5 წელზე მეტი დროა გასული. სამუშაო “გზამშენი-18”-ის მიერ შესრულდა და ასფალტი არ გაქანებულა… აქ დააგეს და თოხით მოაგროვებ, ასფალტია თუ ნაგავი?!! _ გვეუბნება გორდელაძე.

_ როგორც ვიცით, გზის რეაბილიტაციაზე მომუშავეებს მკაცრი გაფრთხილება მისცეს. არ ვიცით, რა იქნება, მაგრამ ასეთ ასფალტს აქ არ დავაგებინებთ! ამნაირი იყო, ნასაკირალის გადასასვლელზე რომ დააგეს. მერე ერთი ამბავი ატყდა და თავიდან ბოლომდე ააფხეკინეს. ასე ვიზამთ ჩვენც! მალე არჩევნები იქნება და გვეტყვიან, გზა დაგიგეთო. დაგვიგონ ისეთი, სათქმელი რომ იქნება და კი, ბატონო. იმედი გაგვიჩნდა, რომ გამოასწორებენ საქმეს, _ გვითხრეს ადგილობრივებმა.

სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს. რამდენიმე დღის წინ, როცა ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტის გამოსახატავადაც შეიკრიბა, სოფელ მაკვანეთში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე, მერის წარმომადგენელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა პირები მივიდნენ.

 _ აქ იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, დაგვპირდნენ, რომ ექსპერტს მოიწვევენ და შეამოწმებენ ნამუშევარს. იმედი გვაქვს, რომ ასე არ გაატარებენ ამ გზის საქმეს, _ ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტული სახელის და გვარის დაფიქსირებას აშკარად ერიდებიან, მაგრამ ერთობლივად აფიქსირებენ პროტესტს შეკრებისას.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტიც: საპროტესტოდ შეკრებილი მოსახლეობა ამბობს, რომ გზის დახრილობაც არასწორადაა გათვალისწინებული და წყალი თუნდაც კარგად დაგებულ გზას მალევე გააფუჭებს; არადა, როგორც უკვე ვთქვით, საპროექტო გეგმაში 1130 მეტრი რკინა-ბეტონის არხის (კიუვეტის) მოწყობაა დაგეგმილი, რომლის მიზანი წყლის ნაკადები შეკრება და გზისგან არიდებაა.

_ წვიმაში წყალი შუა გზაზე რომ მოდის, გზას იმ მხარეს, სადაც ხელოვნური სანიაღვრე არხები მოაწყვეს, დახრა ხომ უნდა უნდა ჰქონდეს?!! მოკლედ, ბევრი რამ არის გადასახედი, ერთი შეხედვით რომ წვრილმანად მოგეჩვენება, _ გვიზიარებენ საკუთარ აზრებს ადგილობრივი მცხოვრებლები.

გამახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი “ტექნიკური ხარვეზით” ხსნის იმას, რომ ძირითადად, ახალდაგებული, თითქმის მილიონნახევარ ლარად ღირებული გზის შუა ნაწილებია ამოტეხილი და “ჩასაკერებელი”. მისივე თქმით, დაზიანებულ ადგილებს “კაპიტალურად შეაკეთებენ”.

 _ ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა ასფალტის დამგებს რაიმე ტექნიკური პრობლემა, თუმცა, ჩემი აზრით, სავარაუდოდ, ტექნიკური პრობლემა იყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დაზიანებული ასფალტი ჩანდა უფრო გზის შუაგულ ადგილებზე, სადაც ეს ასფალტის დამტკეპნი მოწყობილობა იდგმებოდა. როცა შეამოწმეს და გააკეთეს, მერე მხოლოდ ერთგან მოხდა ასეთი ლაფსუსი. ასეა თუ ისე, ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს, რა მოხდა. არაფერია გაუკეთებელი და გამოუსწორებელი. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და როგორც ასეთ დროს ხდება, დაზიანებულ ადგილებს კაპიტალურად შევაკეთებთ, სხვა სამუშაოებიცაა დასასრულებელი,  _ გვითხრა მშენებლობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კახა გაგუამ.

ჩვენ მივმართეთ ოზურგეთის მერის წარმომადგენელს სოფელ მაკვანეთში გიორგი ბაბილოძეს, რომელმაც გვითხრა, რომ “ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე, იგი მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს”.

“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, გიორგი ღურჯუმელიძესაც ესაუბრა:

_ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მუშაობს კონტრაქტორი კომპანია. როცა სამუშაოები დასრულდება, მუნიციპალიტეტი ექსპერტს მოიწვევს, ჩატარდება ექსპერტიზა და ყველაფერი გახდება ცნობილი, _ მოკლედ გვითხრა მან.

ღურჯუმელიძეს არ უთქვამს, რომ მერიის მიერ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შუალედურ შემოწმებებსაც ითვალისწინებს, შემსრულებლის პასუხისმგებლობასაც. კერძოდ, ზემოთ დასახელებული ხელშეკრულების მეცხრე მუხლი ითვალისწინებს:

“სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი 1. მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველისთვის შესრულებული სამუშაოების წარდგენა გაახორციელოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არა უმეტეს ორჯერ. 2. მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 3. ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი, მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შემოწმებას ახორციელებს ზედამხედველი (შპს “თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი”, ს/კ 205229439), რომელიც ადგილზე ამოწმებს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს”.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მერიამ ექსპერტი კი არ უნდა მოიწვიოს, უკვე განსაზღვრულია, რომ კონკრეტული შპს პასუხისმგებელია ზედამხედველობაზე და ხარვეზების დამალვის შემთხვევაში, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

საინტერესოა, “შენიშნავს” თუ არა ზედამხედველი კომპანია იმ “ხარვეზებს”, რაზეც მოსახლეობა უკიდურეს პროტესტს გამოთქვამს და რაც დილეტანტის თვალითაც კარგად ჩანს.

მოგვიანებით, ამ სტატიის ბეჭდური ვერსიის გამოსვლის შემდეგ, მერის მოადგილისგან უფრო ვრცელი კომენტარიც მივიღეთ (ვიდეოსიუჟეტში აუდიოჩანაწერის მოსმენაც შეგიძლიათ):

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მაკვანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ე.წ. „ბაღების უბანში“ გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზე იყო. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მონიტორინგის დროს, გამოვლინდა ხარვეზები, რომელიც უკავშირდებოდა ძირითადად ასფალტის საფარს.  ასევე, ზედამხედველი კომპანიის მიერ შედგა სათანადო აქტი და მერიის დაკვეთით, ასევე, მიმდინარეობს ლაბორატორიის ექსპერტიზა გზის საფარის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ამ პროცესში მოწვეული არიან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს  ექსპერტები და ველოდებით უკვე ექსპერტიზის შედეგებს, უახლოეს პერიოდში.

_ ჩაბარების ბოლო ვადა როდის იყო?

_ დასრულების ეტაპზე იყო. ამიტომ გითხარით _ დასრულებული უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენც ექსპერტები მოვიწვიეთ და ველოდებით ლაბორატორიის შედეგებს. კონტრაქტის ფარგლებში, მშენებელ კომპანიას ამ ეტაპისთვის მხოლოდ 26% აქვს მთლიანი თანხის ანაზღაურებული. შესაბამისად, ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით, საჭიროების შესაბამისად, განვახორციელებთ დარჩენილი თანხის საგზაო სამუშაოებისთვის გამოყენებას და სათანადო ზომებსაც გავატარებთ, _ ამბობს ღურჯუმელიძე.

შპს “ფემინი კონსტრაქშენ გრუპი” 2013 წლის 8 მაისსაა რეგისტრირებული და ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს. მის დირექტორად ბევრგან ნინო აგაჯანოვი იძებნება, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია შპს “გევთან” და სხვა პირებთან. ასევე, 2021 წლის 15 მარტში დაფიქსირებულ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ შპს-ს დირექტორი ნინო აგაჯანოვი იყო, ფირმის 100%-იან წილს ვაჟა მამნიაშვილი ფლობდა. 2022 წლის 14 ნოემბერს გახორციელებული ცვლილებების შემდგომ კი, შპს “ფემინი კონსტრაქშენ გრუპის” დირექტორიც და 100%-იანი წილის მფლობელიც ერთპიროვნულად ამირან თავდიშვილია.

შპს “ფემინი კონსტრაქშენ გრუპის” მიერ ტენდერებში მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება თითქმის ოცდაოთხი მილიონი ლარია.

ამ პერიოდისთვის შპს “ფემინი კონსტრაქშენ გრუპი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც ახორციელებს სოფელ გოგოლესუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში (ჟ. სიხარულიძის უბანი) გზის რეაბილიტაციას, რომლის საერთო ღირებულება 439 211 ლარია. 08.09.2023 წელს გამოცხადებული ტენდერის საბოლოო ღირებულებამ 364,888.88 ლარი შეადგინა. ჩოხატაურის მერიასა და თავდიშვილს შორის 2023 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად,მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 20 ოქტომბრიდან 2024 წლის 25 მაისის ჩათვლით.

ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ჩვენ მკითხველს აუცილებლად გავაცნობთ, ისევე, როგორც არაერთგზის მივუბრუნდებით მაკვანეთში უხარისხოდ შესრულებულ მილიონნახევრიან პროექტს, რომელმაც მოსახლეობა საპროტესტოდ ქუჩაში გამოიყვანა.

მარინა ჩიხლაძე,
ლისა კოროშინაძე

მაკვანეთი
გაზიარება26Tweet16Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა

12:23; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

რამდენი მსჯავრდებული შეიწყალა ყაველაშვილმა

22:38; 19 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხე მოტყდა და გაჩერებას დაეცა

16:58; 19 იანვარი, 2026
საზოგადოება

კახა კალაძე: სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწვეტ რეჟიმში გრძელდება

16:38; 19 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა

16:27; 19 იანვარი, 2026

ნატო უპრეცედენტო სამხედრო წვრთნას ატარებს

დისშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას საზღვარგარეთ ეძებენ

ყველა სიახლე

პოლიტიკა

159 შეწყალებული მსჯავრდებული და კითხვის ნიშნები- რას ამბობენ საია-ში შეწყალების აქტზე

13:13; 20.01.2026
მსოფლიო

მასშტაბური ავარია აშშ-ში

13:12; 20.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა

12:23; 20.01.2026
სამართალი

მაღაროელებს 6 წლით და 3 თვით და 4 წლით და 3 თვით პატიმრობები მიუსაჯეს

12:14; 20.01.2026
მსოფლიო

გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

10:49; 20.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

10:48; 20.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

10:43; 20.01.2026
ზაფრანი

რომელი ყვავილია თქვენი თილისმა

10:41; 20.01.2026
ზაფრანი

რა არის თქვენი ხასიათის ყველაზე ცუდი თვისება

10:40; 20.01.2026
ზაფრანი

ვინ რა ასაკში აღწევს წარმატებას

10:37; 20.01.2026
ზაფრანი

რომელი იარაღი ხართ

10:36; 20.01.2026
საზოგადოება

რამდენი მსჯავრდებული შეიწყალა ყაველაშვილმა

22:38; 19.01.2026
პოლიტიკა

თენგო კირთაძე: ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესი მიმდინარეობს

22:16; 19.01.2026
მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

21:54; 19.01.2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო