ბოლივიაში პოლიციელების ნაწილმა პოსტები მიატოვეს და დემონსტრანტებს შეუერთდნენ.
როგორც BBC იუწყება, მომიტინგეები პრეზიდენტს თანამდებობის მეოთხედ დაკავებისთვის არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
მორალესი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ არ გადადგება.
მიტინგზე, რომელიც თვეზე მეტია გრძელდება სამი ადამიანია დაღუპული, ასზე მეტი კი დაშავებული.
მთავრობა მხარდამჭერებს პრეზიდენტის დაცვისკენ მოუწოდებს.
როგორც შეიარაღებულმა ძალებმა ადრე განაცხადეს ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ და კრიზისი დემოკრატიული გზით უნდა მოგვარდეს.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პოლიციის ამბოხების ჩასახშობად ჯარის გაყვანა არ დაგეგმილა.
ბოლივიაში ჩატარებულ არჩევნებს ამერიკული ორგანიზაცია აკვირდებოდა და დაკვირვების შედეგებს მომავალ კვირას წარადგენს.