,,საქართველოსთვის არსებული იმედგაცრუება გაქრება, როცა საქართველო წინსვლას დაიწყებს. ამერიკელები ასეთები ვართ, გვიყვარს, როცა ქვეყნები წინ მიდიან“, – ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ამერიკელმა დიპლომატმა დენიელ ფრიდმა განაცხადა.
ფრიდის თქმით, ეს არჩევნები საქართველოსთვის იქნება ტესტი იმისა, თუ რა მიმართულებით სურს ქვეყანას სვლა.
„საქართველოსთვის არსებული იმედგაცრუება გაქრება, როცა საქართველო წინსვლას დაიწყებს. ამერიკელები ასეთები ვართ, გვიყვარს, როცა ქვეყნები წინ მიდიან.
შეკითხვა რომელსაც საქართველომ უნდა უპასუხოს შემდეგია, რა გინდა იყოთ 10 წელში? გინდათ პოლარიზებული, დისფუნქციური ქვეყანა, რომლის ნამცეცებსაც პუტინი აკრეფს? თუ საქართველოს სურს ჰქონდეს დემოკრატია და ანგარიშვალდებულება. ვნახეთ რა მოხდა მოლდოვაში, ღარიბ ქვეყანაში, მათ სახლში გაუშვეს ასე ვთქვათ კორუმპირებული მთავრობა, და აირჩიეს ახალი პროევროპელი, რეფორმების დღის წესრიგის მქონე ლიდერი. ვნახავთ იქნება თუ არა ის წარმატებული. თუმცა საქართველოც ამ პრობლემის წინაშეა. სად გინდათ იყოთ 10 წელში?“ – აცხადებს ფრიდი.
[sexy_author_bio]