როგორც უკვე ვწერდით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი კორიფაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და ჩოხატაურის მერ ირაკლი კუჭავასა და ჩოხატაურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ბექა გამდლიშვილს შორის დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვცადეთ, ხსენებული პირებისგან კონკრეტული ინფორმაციები მოგვეპოვებინა.
დიმიტრი კორიფაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ირაკლი კუჭავას და ბექა გამდლიშვილის შორის ხმამაღალი საუბარი და დაპირისპირება ჯერ კიდევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხდომაზე დაიწყო.
“დაპირისპირება სხდომაზე დაიწყო. იხილებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი პროექტები და ამას მოყვა ხმამაღალი საუბარი.
ამის შემდეგ, ჩემი ინფორმაციით, დაპირისპირება გაგრძელდა ირაკლი კუჭავას კაბინეტში, სადაც ხელით შეეხნენ ერთმანეთს გამდლიშვილი და კუჭავა“, _ ამბობს კორიფაძე.
დიმიტრი კორიფაძემ საკუთარ პოსტში, რომელშიც, მისი თქმით, დაპირისპირებაზე საუბრობდა, პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძეც მოიხსენია _ “გურია ნიუსმა ჰკითხა კორიფაძეს, ესწრებოდა თუ არა ამ დაპირისპირებას პარლამენტარი:
“ჩიგოგიძე არ ესწრებოდა როგორც ვიცი“, _ გვითხრა კორიფაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა მედიასთან ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
“ეს ინფორმაცია არის აბსურდი და სიცრუეა, აქედან გამომდინარე, მერი კომენტარს, არ აკეთებს“, _ გვითხრეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში, ბექა გამდლიშვილი კი მერს და მის შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ტყუილს უწოდებს.