ავსტრალია 26-ე ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. ავსტრალიის პარლამენტმა აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ავსტრალიაში ჩატარებული კვლების მიხედვით, დადგინდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა. სწორედ, კვლევის შედეგებმა განაპირობა კანონპროექტის დაკანონება. აღსანიშნავია, რომ კვლევაში ავსტრალიის 12 მილიონმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.