სახალხო დამცველი საზოგადოებას დღეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2017 წლის ანგარიშის მთავარ საკითხებს გააცნობს.
347-გვერდიან დოკუმენტში, ნინო ლომჯარია გასულ წელს, სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებზე საუბრობს.
ცნობილია რომ, დოკუმენტში თემირლან მაჩალიკაშვილისა და რუსთავი2-ის საქმეებია შეტანილი, ასევე საუბარია სახალხო დამცველის მოსაზრებაზე ნარკოპილიტიკის კანონის შესახებ.
ნინო ლომჯარიამ ანგარიში პარლამენტს გუშინ წარუდგინა.