ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ირაკლი ფირცხალავა უნდა დაკითხონ. ადვოკატების ინფორმაციით, ფირცხალავა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ბრალდების მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე სპეცსამსახურების აგენტია.
„კიდევ ერთხელ იმ ყველაფრის ხაზგასასმელად, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე დადგმული სპექტაკლი და ირაკლი მამალაძე შემთხვევით მოწმე არ იყო და ის იყო აგენტ-პროვოკატორი რეალურად”, _ განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.