საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, გამარჯვებაში დარწმუნებულია, რადგან ხალხის გადამწყვეტი მხარდაჭერა, რაც გასამარჯვებლად საჭიროა აქვს.
ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „დღეს წყდება როგორ იცხოვრებენ ჩვენი შვილები ხვალ.“
„არჩევანი გავაკეთე იმის მიხედვით, როგორ იცხოვრებენ ჩვენი შვილები ხვალ, ზეგ , მაზეგ საუკუნის შემდეგ. ეს ყველაფერი წყდება დღეს. ჩვენ უნდა გამოვგლიჯოთ საქართველო ისეთ ძალებს რომლებსაც ქვეყნის მართვასთან, პოლიტიკასთან, პროფესიონალურ სახელმწიფო მოღვაწეობასთან არაფერი არ აკავშირებთ და მოხვედრილები არიან ან შემთხვევით სრულიად ისეთი ქვენა გრძნობებით, რასაც მოსდევს ადამიანების გაღატაკება, იმედების მსხვრევა, მომავლის უქონლობა. ეს აღმარათულია უდიდეს გეოპოლიტიკურ და შიდაპოლიტიკურ საფრთხედ. მე მივეცი ხმა საქართველოს დღევანდელ და ხვალინდელ დღეს“,_განაცხადა ნათელაშვილმა.