ოთხი წლის გოგონამ დიდი აღმოჩენა გააკეთა. ამის შესახებ NBC იუწყება. უელსში, სანაპიროზე სეირნობისას მამასთან და ძაღლთან ერთად დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, დინოზავრის ნაფეხური 220 მილიონი წლით თარიღდება.