ახალი ტურნირის, ევროპული სუპერლიგის შექმნამ, საფეხბურთო სამყარო დიდი ცვლილების და განხეთქილებას პირას დააყენა. ევროპის ტოპ კლუბების მიერ „თვითნებურად“ შექმნილ ტურნირს 15 დამფუძნებელი კლუბი ეყოლება, მათგან 12 უკვე ცნობილია. ეს კლუბები გახლავთ:
მილანი, არსენალი, ატლეტიკო, ჩელსი, ბარსელონა, ინტერი, იუვენტუსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი და ტოტენჰემი.
სუპერლიგის ოფიციალურ განცხადებიდან ირკვევა, რომ ამ გუნდებს კიდევ 3 კლუბი შეუერთდება, რომლებიც ასევე იქნებიან სუპერლიგის დამფუძნებლები. ამ 15 გუნდს კიდევ 5 დაემატება, რომლებსაც ყოველწლიურად შეარჩევენ წინა სეზონში მიღწეული შედეგების მიხედვით. ეს 20 გუნდი ორ ჯგუფად გაიყოფა. ჯგუფის პირველი 3 გუნდი პლეიოფში პირდაპირ გავა, ხოლო ჯგუფის მე-4 და მე-5 ადგილზე გასულები კიდევ ერთ მეოთხედფინალისტს გამოავლენენ. მატჩები შუა კვირაში გაიმართება, რომ შემდეგ კლუბებმა შიდა ჩემპიონატებშიც შეუფერხებლად ითამაშონ.
სავარაუდოდ ტურნირი აგვისტოში უნდა დაიწყოს.
მსგავსი ტურნირის დაარსებამ ძალიან „გააბრაზა“ უეფა და ფიფა, მართალია ჯერ სანქციებზე ოფიციალურად მუშაობა არ დაწყებულა, მაგრამ ევროპული მედიის ცნობით, ევროპის სუპერ ლიგის დამფუძნებელ 12 კლუბს უკვე დაემუქრნენ ევროთასებიდან, შიდა ჩემპიონატებიდან მოკვეთით და მათი ფეხბურთელების სანაკრებო მატჩებში მონაწილეობის აკრძალვით. უეფას მხარს უჭერს ფიფა, ინგლისის, ესპანეთის, იტალიის ფეხბურთის ფედერაციები, პრემიერლიგა, ლა ლიგა და სერია A. ასევე, უეფა უახლოეს მომავალში აპირებს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის სეზონის გაგრძელება-არგაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.