დიდთოვლობის გამო ჩოხატაურის მაღალმთიანი სოფლების საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ჩაიშალა.
დღეს, ზოგადგსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში მისვლა ვერც მოსწავლეებმა და ვერც მასწავლებლების ნაწილმა ვერ შეძლეს.
ზოგადსაგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ სკოლებში გაცდენილი დღეები შაბათ დღის ხარჯზე ანაზღაურდება.
“ძირითადად მაღალმთიანი სოფლების სკოლებში ვერ შედგა დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი. ეს სკოლები აანაზღაურებენ გაცდენებს შაბათის ხარჯზე.
პროცესი ვერ შედგა ზემო სურების, შუა სურების, დიდი ვანის, ქვემო სურების, ნაბეღლავის, სამების, კოხნარის, ერკეთის, ბუკისციხის, გორაბერეჟოულის, შუა ფარცხმის საჯარო სკოლებში”,_ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.
ავტორი